ბურჯანაძე საუკეთესოა, 20-წლამდელებმა კი მაინც წააგეს

ბურჯანაძე საუკეთესოა, 20-წლამდელებმა კი მაინც წააგეს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონური ტურნე დაასრულა. დავით უსტიაშვილის გუნდმა მასპინძლებთან მეორე საკონტროლო მატჩიც წააგო, თუმცა იმხელა სხვაობით არა, როგორც პირველ შეხვედრაში.
ქართველებმა მასპინძლებს მეორე ტაიმი 3 ქულით მოუგეს, მაგრამ პირველი ჰქონდათ ისე დიდი სხვაობით წაგებული, რომ საბოლოო ჯამში 77:96 დამარცხდნენ. ესტონელებმა საწყისი მეოთხედი 25:15 მოიგეს, ხოლო მეორეში უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ -31:19. დიდი ესვენების შემდეგ ბალტიისპირელები 56:34 ლიდერობდნენ და საბოლოოდ გამარჯვებამდე მისვლა აღარ გასჭირვებიათ.

ბექა ბურჯანაძე ესტონელთა ფარისკენ დაიძრა
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ბექა ბურჯანაძე, რომელიც 21 ქულითა და 8 მოხსნით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. 12 ქულა ჰქონდა მერაბ ბოქოლიშვილს, ხოლო 10-10 დუდა სანაძესა და ირაკლი ალხანაიძეს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები საქართველოში დღეს ღამით გამოემგზავრება და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ დავით უსტიაშვილის გუნდი კონტინენტის პირველობაზე 12-დან 22 ივლისის ჩათვლით ითამაშებს სლოვენიაში. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები შარშანდელი ჩემპიონი ესპანეთი, თურქეთი და ლატვია იქნებიან.
20-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. ტალინი. 6 ივლისი
ესტონეთი 96:77 საქართველო
25:15, 31:19, 21:24, 19:19
საქართველო: ფხაკაზე (8), სანაძე (10ქ, 8მ), ბოქოლიშვილი (12), ბურჯანაძე (21ქ, 8მ), ალხანაიძე (10); ტეტელაშვილი (6), ჯავახიშვილი, თენიეშვილი (8ქ, 5მ), როგავა (2)

ავთანდილ ლომინაშვილი ესტონელთა გარემოცვაში