საქართელოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის მორიგ ტურში შედეგიანად ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესოც იყო, თუმცა ქართველმა ფორვარდმა „ლეიმა ბასკეტი“ მარცხისგან ვერ იხსნა. ლაკორუნიელებს ბოლო 5 მატჩი მოგებული ჰქონდათ და „ოვიედოსთან“ საშინაო შეხვედრაშიც ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ მოულოდნელად მარცხი განიცადა – 76:85.
ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში – 29 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბექამ მთლიანობაში 15 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ორმაგი დუბლის მიმთვლელი ბურჯანაძე ლაკორუნიელთაგან საუკეთესო იყო, გამარჯვებულებს კი 15 ქულითა და 11 პასით ფერან ნავარამ ულიდერა.
14 მოგებითა და 12 მარცხით „ლეიმა ბასკეტი“ მე-5 ადგილზე იმყოფება. მორიკ მატჩს ბურჯანაძის გუნდი 27 მარტს, სტუმრად „კასერესთან“ გამართავს.