ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტმა“ ოქროს ლიგად წოდებულ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში იმარჯვა. ლაკორუნიელებმა „მელილას“ უმასპინძლეს და 77:71 იმარჯვეს.
რთულად გასახსენებელია, როდის ჩამოსცდა ქართველი ფორვარდის მონაგარი 20 ქულას. ბურჯანაძე მთელს სეზონს მძლავრად ატარებს, თუმც გასულ ტურში შედარებით 20-ქულიანი ბარიერი ვერ დაძლია, თუმც საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ბექამ სასტარტო ხუთეულში – 30 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატჩს ესწრებოდა ბექას დედა, ქალბატონი დალი ბურჯანაძე, რომელიც ლა კორუნიაში ბექას მოსანახულებლად და შობის მისალოცად ჩავიდა.
8 მოგებითა და 9 მარცხით „ლეიმა ბასკეტი“ მე-8 ადგილზეა და მორიგ მატჩს 15 იანვარს, შინ „ოურენსესთან“ გამართავს.
მატჩის შემდეგ ბექა ბურჯანაძეს გამარჯვება დედამ მიულოცა