ბურჯანაძის 13 ქულა და ბრძოლაში წაგებული მატჩი

ბურჯანაძის 13 ქულა და ბრძოლაში წაგებული მატჩი

ისევ ბრძოლაში დამარცხდა ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტი“, რომელიც ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში აუტსაიდერთა შორისაა. მერამდენე შეხვედრაა, ბურჯანაძის ლაკორუნიული გუნდი შეხვედრას ბოლო წუთებზე, რამდენიმე ქულით აგებს.
ამჯერად ლაკორუნიელებმა შინ „პენას ჰუესკას“ უმასპინძლა და 72:76 წააგო. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 27:46 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
ბექამ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
ბურჯანაძის გუნდს 8 ტურის შემდეგ 7 წაგებააქვს და  სატურნირო ცხრილის ფსკერზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 21 ნოემბერს, სტუმრად, ასევე აუტსაიდერ “პრატ ხუვენტუდთან” ჩაატარებს.