ბურჯანაძის 15 ქულა და გამარჯვება “მელილასთან”

ბურჯანაძის 15 ქულა და გამარჯვება “მელილასთან”

ბექა ბურჯანაძის მორიგი წარმატებული მატჩი ესპანეთში. რანგით მეორე ლიგაში ქართველი ფორვარდის „კორუნა ბასკეტმა“ „მელილას“ უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით – 75:65 დაამარცხა.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, 26:20 წუთში კი 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 5 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ლა კორუნიელებმა 6 მოგება და 7 მარცხი მოაგროვეს და 15-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს. 28 დეკემბერს ბურჯანაძის კლუბი “პალენსიას” ესტუმრება.