ბურჯანაძის 15 ქულა და “ლეიმა ბასკეტის” გასვლითი გამარჯვება “კასერესთან”

ბურჯანაძის 15 ქულა და “ლეიმა ბასკეტის” გასვლითი გამარჯვება “კასერესთან”

ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტმა“ ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ოფიციალურად არა, მაგრამ ფაქტობრივად გაინაღდა საპლეიოფო 9 გუნდს შორის მოხვედრა.
დებულების თანახმად, ესპანეთის მეორე ლიგის გამარჯვებული პირდაპირ გადადის უმაღესში, ხოლო მომდევნო 8 გუნდი პლეი ოფში საუკეთესოს გამოსავლენად იბრძვის, რომელიც პრიმერადივიზიონის ბოლოსწინა ადგილზე გასულს გადასასვლელ მატჩებში დაუპირისპირდება.

ბურჯანაძის გუნდი გასულ ტურში „კასერესს“ ესტუმრა და 85:69 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 32 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩჭრა მოაგროვა. ბურჯანაძემ 7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
15 მოგებითა და 12 მოგებით „ლეიმა ბასკეტი“ კიდევ 2 გუნდთან ერთად 4-6 ადგილებს იყოფს. დარჩენილ 3 ტურში ბურჯანაძის გუნდს 2 ქულის მოპოვება სჭირდება, 9 საუკეთესოს შორის ადგილი რომ დაიბევოს. მომდევნო მატჩს „ლეიმა ბასკეტი“ 1 აპრილს, შონ „ბარსელონასთან“ გამართავს.