ბექა ბურჯანაძის საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. ესპანეთის რანგით მეორე – LEB ლიგაში ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის გუნდმა „ლეიმა ბასკეტმა“ სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. ეს მოხდა მე-4 ტურში „ბრეგანის“ წინააღმდეგ, რომელიც ლაკორუნიულმა გუნდმა შინაურ კედლებში 71:62 დაამარცხა.
გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის ბექა ბურჯანაძეს. 21 წლის ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა დ ამოედანზე 26 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ბექამ 4-დან 1 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძემ 16 ქულა მოაგროვა, რასაც 9 მოხსნა, 2 ჩჭრა და 1 პასი მოაყოლა.
მარგი ქმედები კოეფიციენტით ბურჯანაძეს ლაკორუნიელთაგან მხოლოდ სერხიო ოლმოსმა აჯობა, რომელმაც 14 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, თუმცა სროლათა ჩაგდების პროცენტულობა ჰქონდა მაღალი (7-დან 6 ორქულიანი) და ამის ხარჯზე დააგროვა ბექაზე (2 ერთეულით) მაღალი კოეფიციენტი.
ამ მოგებით ლაკორუნიელებმა თავი დააღწიეს 16-გუნდიანი ლიგის ლიგის ფსკერს და მე-13 ადგილზე განთავსდნენ. მომდევნო ტურში, 31 ოქტომბერს, ბურჯანაძის გუნდი სტუმრად „პალმა ეუროპას“ შეხვდება.