ბურჯანაძის 20 ქულა და გასვლითი გამარჯვება “მელილასთან”

ბურჯანაძის 20 ქულა და გასვლითი გამარჯვება “მელილასთან”

ბექა ბურჯანაძისა და მიხაელ მონაჰანის შედეგიანი თამაშის წყალობით ლაკორუნიულმა „ლეიმა ბასკეტ კორუნამ“ სტუმრად „მელილა“ დაძაბულ ბრძოლაში – 99:97 დაამარცხა და ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში ხომ გაათანაბრა და ამასთან ერთად, მოედნის უპირატესობაც მოიპოვა.
„მელილამ“ ესპნეთის მეორე ლიგის რეგულარული ჩემპიონატი „კორუნაზე“ 3 საფეხურით მაღლა, მეორე ადგილზე დაასრულა და უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელ პლეი ოფში პირველ ნომრად განთესილი გუნდია. შეგახსენებთ, რომ პირველზე გასულმა „პალენსიამ“ უმაღლესი ლიგის საგზური პირდაპირი გზით მოიპოვა.

ლაკორუნიელებმა მეოთხედფინალიდან „ბრეგანი“ გამოაგდეს და ახლა „მელილას“ ეჭიდებიან, რომელთანაც სერიის პირველი მატჩი 18 ქულით დათმეს, თუმცა მეორეში ბოლომდე იბრძოლეს და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 2-ქულიანი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. ქართველი კალათბურთელის დამსახურება გამარჯვებაში დიდია. ბურჯანაძემ 26 წუთში 20 ქულა, 8 მოხნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 4 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26-ს უწია, რაც 5 ერთეულით მცირეა ლაკორუნიელთა ლიდერ მიხაელ მონაჰანისაზე, რომელმაც 25 ქულა და 9 პასი მიითვალა.
სერია ლა კორუნიაში ინაცვლებს, სადაც მორიგი მატჩი 13 მაისს გაიმართება.