ბურჯანაძის 7 ქულა და მარცხი ოვერტაიმში

ბურჯანაძის 7 ქულა და მარცხი ოვერტაიმში

ბექა ბურჯანაძის “დელტეკომ”, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის აუტსაიდერია, დასანანი მარცხი განიცადა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში “სარაგოსას” უმასპინძლეს და ოვერტაიმში – 73:78 წააგეს.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე საკმაოდ ბევრი – 34:23 წუთი გაატარა და 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. 

ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 30დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედებს კოეფიციენტი კი 8-ს გაუტოლდა.

„გიპუზკოა“ მეტად მძიმე სეზონს ატარებს და 18 თამაშში 3 გამარჯვების წილ 15 წაგება. ამ შედეგით კი, ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება. ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას „ბურგოსთან“ 3 თებერვალს, სტუმრად ჩაატარებენ.