ბურჯანაძის მოგება და შენგელიას მარცხი ესპანეთის ჩემპიონატში

ბურჯანაძის მოგება და შენგელიას მარცხი ესპანეთის ჩემპიონატში

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში სან პაბლო ბურგოსს უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულით, 92:89 მოუგო. ბურჯანაძეს ”გრან კანარია არენაზე” სათამაშოდ 24 წუთი მიეცა, რა დროშიც 10 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა თავი. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან  2 საჯარიმო მიითვალა.

გრან კანარია ამ დროისთვის 16 ქულით მე-7 ადგილზეა და მომდევნო ტურში რეალ ბეტისს შეხვდება. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას გუნდს, ბასკონიელებმა ამჯერად სარაგოსაში – 80:101 წააგეს. თორნიკემ 9-დან 6-ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამივე სამქულიანი ააცილა. მის ანგარიშზე საბოლოოდ 12 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა.

ბასკონია 2020 წელს მანრსესასთან მატჩით დაიწყებს და ახალი მწვრთნელიც პირველი მატჩის მოგებას მე-16 ტურში ეცდება.