ბურჯანაძის სადებიუტო 3 ქულა და გრან კანარიას მარცხი სარაგოსასთან

ბურჯანაძის სადებიუტო 3 ქულა და გრან კანარიას მარცხი სარაგოსასთან

ესპანეთის ჩემპიონატი საშინაო წაგებით გახსნა ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ”. კუნძულელებმა პირველ ტურში “სარაგოსას” იმასპინძლეს და ბრძოლაში – 73:79 დამარცხდნენ. ეს გახლდათ ბურჯანაძის ოფიციალური დებიუტი ახალ კლუბში.

ბურჯანაძემ 18:10 წუთი ითამაშა და 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართვემა ფორვარდმა 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 ორქულიანი კი ააცილა. კანარელთაგან 30 ქულით საუკეთესო იყო დერიკ ჰარპერი. 

მეორე ტურში, 29 სექტემბერს, “გრან კანარია” სტუმრად “ესტუდიანტესს” შეხვდება.