ბექა ბურჯანაძის სეზონის საუკეთესო მატჩი და შერმადინის მორიგი სტაბილური გარჯა გამარჯვებით ვერ დაფასდა. ქართველი ლეგიონერების „ანდორა“ სტუმრად „მონბუსს“ შეხვდა და დრამატულ, 2-ოვერტაიმიან ბრძოლაში 84:86 დამარცხდა.
შერმადინის სასტარტო ხუთეულში თამაში ჩვეული მოვლენაა და „მონბუსთან“ ხუთულში იყო ბურჯანაძეც, რომელმაც შეხვედრა 18 ქულით დაასრულა. ეს შედეგი ბექასთვის სეზონში საუკეთესოა. ბურჯანაძე ანდორელთა ბომბარდირი გახდა – 26:33 წუთში მან 18 ქულაასთან ერთად 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართელმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რაც ანდორელთა შორის მე-3 შედეგი გახლდათ.
ამ მხრივ საუკეთესო გიორგი შერმადინი გადა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24-ს უწია. ქართელმა ცენტრმა 9-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში შერმადინმა 13 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი დაა 1 ჩაჭრა მიითვალა. ენდრიუ ალბისის ანგარიშზე, რომლის სარგებლიანობის ინდექსმაც 21-ს უწია, 11 ქულა და 9 პასი მოაგროვა.
„ანდორას“ 10-10 მოგებ-წაგება ქვს და ესპანური ლიგის ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა ქართველების გუნდს 4 მარტს, შინ „მანრესასთან“ აქვს.