ბურჯნძის მორიგმა ორმაგმა დუბლმა ლაკორუნიელები მარცხისგან ვერ იხსნა

ბურჯნძის მორიგმა ორმაგმა დუბლმა ლაკორუნიელები მარცხისგან ვერ იხსნა

ბექა ბურჯანაძის მორიგი შედეგიანი თამაში ესპანეთში. ამ ქვეყნის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდის მე-4 ტურში მისმა “კორუნამ” “პალმასთან” სტუმრად გამართული მატჩი 81:86 დათმო, ქართველი ფორვარდი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 32 წუთში 19 ქულა, 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ. ბურჯანაძე სავარაუდოდ მეტსაც ითამაშებდა, მე-5 პერსონალური რომ არ მიეღო.
“კორუნას” 4 მარცხის წილ 1 გამარჯვება აქვს და 16-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 6 ნოემბერს, შინ, “ბურგოსთან” გამართავს.