20–წლამდელთა ჩემპიონატი ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება ასაკობრივ ტურნირთა შორის. ამის თქმის საშუალებას იმ გუნდების შემადგენლობები გვაძევს, რომლებიც ამ შეჯიბრში ეჯიბრებიან ერთმანეთს. აქ თამაშობს არაერთი ისეთი კალათბურთელი, რომლებიც სუპერლიგაშიც მონაწილეობს და საერთოდ – აქ მეტ თანაბარი გუნდია.
„ჰიუნდაის“, „სამედიცინოს“, „დინამოს“ და „რუსთავის“ გამორჩეულად ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და ალბათ ამ გუნდებს შორის გათამაშდება მთავარი ტიტული, თუმცა ჩემპიონატი ჯერ ახლა დაიწყო და ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.ტურნირში მონაწილეობას სულ 9 გუნდი იღებს, რომელთაგან დღეს 6–მა აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში ითამაშა. მომდევნო კვირაში ჩემპიონატში „რუსთავი“, „დინამო“ და „სოხუმი“ ჩაებმებიან.დღევანდელი შეხვედრებიდან ყველაზე საინტერესო „სამედიცინოსა“ და „ქუთაისის“ დაპირისპირება გამოდგა. ქუთათურებს გასულ სეზონში გაცილებით უსტი გუნდი ჰყავდათ და მათ ბოლო ადგილი დაიკავეს. თუმცა ახლა უფრო სოლიდურად გამოიყურებიან, რაკი 18–წლამდელთა გუნდიდან, როგორც ჩანს, კარგი შევსება მიიღეს და პირველივე ტურში ფავორიტ „სამედიცინოს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.„სამედიცინოს“ ხომ რამდენიმე აკადემიელი ჰყავს დამატებული და ძირითადად ეს გუნდია, სუპერლიგაში რომ გამოდის. მთელი სამი მეოთხედი და ბოლო პერიოდის დიდი ნაწილი მეტ–ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა ქუთაისელებს ბოლომდე არ გაჰყვათ ძალები და „სამედიცინო–აკადემიის“ გაერთიანებულმა გუნდმა 9 ქულით იმარჯვა.გია ტეტელაშვილის „ნიკემ“ 16 ქულით დაამარცხა დებიუტანტი სტუ, ხოლო ნიკო ჩერქეზიშვილის „ჰიუნდაი–პირველმა ექსპერიმენტალურმა“ „მაკაბის“ შანსი არ დაუტოვა. დუდა სანაძის წინამძღოლობით „ჰიუნდაიმ“ 43:18 მოუგო პირველი მეოთხედი, რის შემდეგაც ამ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა ეჭვს აღარ იწვევდა.გამორჩეული შედეგები დაფიქსირდა ამ შეხვედრაში. სანაძემ 44 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, ხოლო შეუცვლელად მოთამაშე მაკაბელმა გიორგი რევაზაშვილმა 41 ქულას 16 მოხსნაც მოაყოლა.