ჩემპიონმა სუპერლიგა იოლი გამარჯვებით დაიწყო

ჩემპიონმა სუპერლიგა იოლი გამარჯვებით დაიწყო

სუპერლიგის პირველი მატჩი საინტერესო ვერ გამოდგა. ერთმანეთს წინა სამი გათამაშების გამარჯვებული „ენერჯი“ და დებიუტანტი “ჭიათურს” შეხვდნენ. მასპინძელმა რუსთაველებმა 59 ქულით დაამარცხეს ჭიათურელები  
 
 
 
 
როგორც ჩანს, სუპერლიგის დებიუტანტი ჭიათურელები სათანადოდ მზად არ არიან, რომ მოქმედ ჩემპიონსა და ახლაც დიდი ამბიციების მქონე გუნდს კონკურენცია გაუწიოს. ახალგაზრდულმა „მერანმა“ ყველა მეოთხედი პირწმინდად წააგო. ერთადერთი, მესამე პერიოდში გაუძალიანდნენ ჭიათურელები მასპინძლებს და ეს იმაში გამოიხატა, რომ მხოლოდ 5 ქულით წააგეს აღნიშნული პერიოდი. სუსტი მეტოქე რომ ჰყავდა, მიხეილ ბერუაშვილს გასაქანი მიეცა და მის განკარგულებაში მყოფი ყველა მოთამაშე გამოსცადა. ახალგაზრდებმაც თავი ისახელეს. აკაკი დვალიშვილმა 17 ქულა მოაგროვა, ხოლო ლევან ხმელიძემ – 15. რუსთაველებს კი გამოცდილმა ზვიად ბაბიაშვილმა ულიდერა 18 ქულით, გუნდის კაპიტანმა კოტე ტუღუშმა კი მხოლოდ 19 წუთი ითამაშა და 12 ქულას, 6 პასს და ამდენივე მოხსნას მოუყარა თავი.