მოქმედმა ჩემპიონმა რუსთაველებმა მესამე, გადამწყვეტი მატჩი 97:93 მოუგეს თბილისის „მაკაბის“ და ტიტულის დასაცავად „აკადემიასთან“ მოუწევს შებრძოლება, რომელმაც 4 დღის წინ „მართვე“ გამთიშა ნახევარფინალიდან.
რუსთაველებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს, რადგან მაკაბელები თავიდან ძალიან მობილიზებულად და შედეგიანად თამაშობდნენ. ჯამლეტ ხუხაშვილის შეგირდები პირველ მეოთხედში ათ ქულაზე მეტიტ იგებდნენ – მათ სწყალობდათ ილია ლონდარიძე და გიორგი ჯანგველაძე, რომლებიც ფარქვეშიდან ქულას ქულაზე იხვეჭდნენ და თბილისელებიც ძირიტადად წინ იყვნენ.პირველი ტაიმის ბოლოს რუსთაველებმა მოუმატეს, რაც მათი უკანახაზელების – ლევან ხმელიძისა და ზურაბ მაჭავარიანის აქტიურობას მოჰყვა, ტუმცა ტაიმთშორისმა შესვენებამ მოუსწროტ მასპინძლებს და მათ მატჩის შემობრუნების საქმე მეორე ნახევრისთვის გადადეს.დაბრუნდნენ თუ არა შესვენებიდან, მასპინძლებმა ხელი მიჰყვეს „მაკაბის“ ფარის რბევას და თითქმის მესამე მეოთხედშივე სათავისოდ გადაწყვიტეს მატჩის ბედი. „რუსთავმა“ ჯერ მცირე ლიდერობა მოიპოვა, რომელიც მომდევნო 2–წუთიანი შესვენებისთვის 14 ქულამდე გაზარდა.დარჩენილ ატ წუთში სტუმრებმა ერთი გაიბრძოლეს, მიჯრით ჩაგდებული სამქულიანებით სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ საბოლოოდ მოქმედ ჩემპიონებმა თავისი გაიტანეს და ტიტულის დაცვის საშუალება მოიპოვეს.