ჩიკვილაძემ “პეიშეგალეოს” გალისიური ვერცხლი მოაგებინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრის ბექა ჩიკვილაძის დახმარებით გალისიური „პეიშეგალეო“ ესპანეთის 18–წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ ეტაპზე გავიდა. პირინეიზე ჯერ რეგიონებში გამოვლინდნენ საუკეთესონი, რის შემდეგაც მორიგი, უფრო ფართო რეგიონალური პირველობა გაიმართება და სწორედ ამ ეტაპზეა ჩიკვილაძის გუნდიც.
როგორც აღდგომამდე გაცნობეთ, „პეიშეგალეო“ გალისიის ოთხთა ფინალში იყო გასული, სადაც წარმატებას ამ გუნდისთვის მორიგ ეტაპზე თამაშის უფლება უნდა მოეტანა. ტურნირი ერთ წრედ ჩატარდა და პირველ მატჩში ჩიკვილაძის გუნდი ვიგოს „მარისტასთან“ 82:88 დამარცხდა. ქართველმა მოთამაშემ 22 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, თუმცა თავისიანები მარცხისგან მაინც ვერ იხსნა.
მეორე შხვედრა „პეიშეგალეომ“ იოლად – 67:51 მოუგო „ლუგოს“ და მისთვის გადამწყვეტ მატჩში „ესტუდიანტესს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომელიც საბოლოოდ „პეიშეგალეოს“ გამარჯვებით – 72:62 დამთავრდა და ბექა ჩიკვილაძეს გუნდმა გალისიის ვერცხლის მედალთან ერთად ჩრდილოეთ ესპანეთის საუკეთესო გუნდების ოთხთა ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვა. ბექამ „ესტუდიანტესთან“ ამ გადამწყვეტ შეხვედრაში 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
მორიგი ტურნირი 30 აპრილიდან 3 მაისამდე ხიხონში გაიმართება, სადაც „პეიშეგალეოს“ მეტოქეები იქნებიან „სანტანდერი“, „ვალიადოლიდი“ და „ლუგო“.
 
 

გალისიური ვრცხლის მფლობელი “პეიშეგალეო”. წინა პლანზე ბექა ჩიკვილაძე(#6)