ჩვენი მეტოქეები: ბულგარეთი

    ბულგარეთი
 
 
მიღწევები ევროჩემპიონატზე: ვერცხლი (1957), ბრინჯაო (1961)
საქართველოს წინააღმდეგ: 2 მოგება, 1 წაგება. 75:91, 85:66, 97:65 (ამხანაგური)
ბოლო ევროჩემპიონატზე: მე–13 ადგილი
ლიდერები: ერლ როულანდი, ტოდორ სტოიკოვი
ნატურალიზებული მოთამაშე: ერლ როულანდი (გერმანია), იბრაჰიმ ჯააბერი (აშშ)
საქართველოს ეთამაშება: 14 აგვისტო, 2010 წელი (თბილისი); 29 აგვისტო, 2010 წელი (ბულგარეთი)
 
წინა ევროციკლის შედეგები (A დივიზიონი):
ბულგარეთი – უნგრეთი 89:71
ფინეთი – ბულგარეთი 68:90
ბულგარეთი – იტალია 81:80
სერბეთი – ბულგარეთი 74:64
უნგრეთი – ბულგარეთი 87:86
ბულგარეთი – ფინეთი 102:90
იტალია – ბულგარეთი 82:81
ბულგარეთი – სერბეთი 77:87
 
ფინალური ეტაპი (პოლონეთში)
პოლონეთი – ბულგარეთი 90:78
ბულგარეთი – თურქეთი 66:94
ბულგარეთი – ლიტვა 69:84
 

4

დეჟან ივანოვი

ფორვარდ–ცენტრი

1986

205

მონტეგრანარო (იტალია, სერია A)
5

კალოიან ივანოვი

ფორვარდი

1986

205

მანრესა (ესპანეთი, პრიმერა)
6

ჩავდარ კოსტოვი

უკანახაზელი

1988

196

აკადემიკი
7

ერლ როულანდი

უკანახაზელი

1983

188

ტელეკომი  (გერმანია, ბუნდესლიგა)
8

ფილიპ ვიდენოვი

ფორვარდი

1980

196

გრანადა (ესპანეთი, პრიმერა)
9

სტანისლავ სლავეიკოვი

ფორვარდი

1986

198

ლევსკი
10

სტეფან გეორგიევი

ფორვარდ–ცენტრი

1978

206

ლევსკი
11

დიმიტარ ანგელოვი

ფორვარდი

1979

202

აკადემიკი
12

ვასილ ევტიმოვი

ფორვარდ–ცენტრი

1977

207

ხიმიკი (უკრაინა)
13

ბოიკო მლადენოვი

ცენტრი

1981

212

ლევსკი
14

ბოჟიდარ ავრამოვი

უკანახაზელი

1990

196

ვალენსია (ესპანეთი, პრიმერა)
15

ტოდორ სტოიკოვი

ფორვარდი

1977

198

აკადემიკი
 

პინი გერშონი

მწვრთნელი

 

 

მაკაბი (თელ ავივი, ისრაელი)
 

კოსტანტინ პაპაზოვი

ასისტენტი

 

 

ლევსკი 
მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ნაკრები თავიდანვე არ აღმოჩნდა ელიტარულ, A დივიზიონში, სწორედ ბულგარეთია. შეგახსენებთ, რომ ფიბა–ევროპამ ძველი კონტინენტის გუნდები 2003 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაყო დივიზიონებად და ნაკრებებს ადგილები დივიზიონებში ბოლო ევროციკლის შედეგების გათვალისწინებით მიუჩინა.
 
იმ დროისთვის საქართველოსთვის ბოლო ციკლი 2003 წლის ევროჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იყო, რომელიც 2001 წლის ზაფხულში გაიმართა ქართველებმა მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხეს. ხოლო იმ გუნდებს, რომლებმაც ის საკვალიფიკაციო დაძლიეს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვეს, ფიბა–ევროპამ მოგვიანებით A დივიზიონის საგზურები უბოძა. ანუ შესარჩევში გადასვლამ გუნდებს ელიტაში დასამკვიდრებლად საკმარისი სარეიტინგო ქულა მოუტანა.
 
ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იყვნენ ბელარუსის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ნაკრებები. ზურაბ ტომარაძის დამოძღვრილმა საქართველომა პირველი წრის სამივე მატჩი მოიგო – შიბ ბელარუსთან (83:78) და ბულგარეთთან (91:75), სტუმრად აზერბაიჯანთან (101:61). მეორე წრეში საკმარისი იყო, საქართველოს ბულგარეთსა და ბელარუსში იმაზე მეტით არ წაეგო, რამდენიც ამ გუნდებს თბილისში მოუგო და ჯგუფიდან გადიოდა. და რაკი ბულგარელებს შინ 16 ქულით მოვუგეთ (ბელარუსს მხოლოდ 4–ით), აქცენტი სწორედ ბულგარელებზე კეთდებოდა.
 
საქართველომ ვერ მოახერხა თბილისში მოპოვებული ჰანდიკაპის შენარჩუნება და 19 ქულით დამარცხდა. მაშინ ქართულ პრესაში ბევრი ითქვა და დაიწერა მსაჯების მასპინძლებზე მიკერძოებაში. ჩვენი ნაკრების ახალგამომცხვარ ლიდერ ზაზა ფაჩულიას (ბულგარელებს თბილისში 20 ქულა ჩაუგდო) მეათე წუთისთვის უკვე 4 პერსონალური ჰქონდა.  ასე იყო თუ ისე, ჩვენებმა წააგეს და ფაქტობრივად იქ გადაწყდა საქართველოს B დივიზიონში გამწესების საკითხი.
 
ბულგარეთი დღეს იმდენად კარგი მოთამაშეებით არაა დაკომპლექტებული, რამდენად კარგადაც თამაშობს. მათ არ ჰყავთ გამოკვეთილი ვარსკვლავი, გვარ–სახელებით არც ერთი ბულგარელი არ ბრწყინავს, თუმცა გუნდური სულისკვეთება არ აკლიათ, მწვრთნელად ევროპული კალათბურთის ერთ–ერთი ყველაზე გამოცდილი და უნიჭიერესი მწვრთნელი, ებრაელი პინი გერშონი ჰყავთ და შედეგსაც აღწევენ. ბულგარელებმა ნატურალიზაცია გაუკეთეს ამერიკაში დაბადებულ, სარწმუნოებით მუსლიმ იბრაჰიმ ჯააბერს, რომელიც გერშონის გუნდის უპირველეს ლიდერად იქცა და ბულგარელებს გასული ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანა. აი, ფინალურ ეტაპზე კი უღალატა. პოლონეთში გამართული ევროჩემპიონატი მაჰმადიანთა უმთავრეს რელიგიურ დღესასწაულ რამაზანს დაემთხვა, რომლის განმავლობაშიც მორწმუნეებს აკრძალული აქვთ დღის მანძილზე (სანამ მზე ანათებს) ჭამა. ჯააბერი კი მორწმუნე გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ მზად იყო ეთამაშა, ბულგარეთის ნაკრების ექიმებმა ის გუნდიდან მოკვეთეს – ცხადია, მისივე ჯანმრთელობის დაცვის მიზეზით.
 

იბრაჰიმ ჯააბერი
 
ბულგარელებმა ნატურალიზაცია მორიგ უცხოელს – გერმანიაში დაბადებულ ერლ როულანდს გაუკეთეს, რომელიც გერშონის ნაკრებს ევროპის ჩემნპიონატზე გვარიანად დაეხმარა, თუმცა ბულგარელებმა ჯგუფში ყველა თამაში წააგეს და საბოლოოდ მე–13 ადგილზე გავიდნენ. საკითხავი ისაა, დააბრუნებენ თუ არა ჯააბერს ისევ ნაკრებში. მომავალ აგვისტოს, როცა ბულგარეთის ნაკრებს თამაშები უწევს, რამაზანი არ ემთხვევა.
 
ზოგადად კი ბულგარეთის ნაკრებს დიდი ისტორია აქვს. ევროპის ჩემპიონატებზე 23–ჯერ უთამაშია და პოლონეთისა არ იყოს, მასაც ერთხელ მოუხერხებია ფინალში გასვლა (1957) და ოქროსთვის მატჩში საბჭოთა კავშირთან წაუგია 57:60.. გურამ მინაშვილმა მაშინ მოედანი უქულოდ დატოვა.
 
საქართველოს ნაკრებს ოფიციალური მატჩების გარდა ერთხელ ამხანაგურად უთამაშია ბულგარეთთან. 2007 წლის ზაფხულში ჩვენი ნაკრები ბულგარეთში ოთხთა ტურნირზე იმყოფებოდა და მასპინძლებთან 65:97 წააგო. თუმცა მომდევნო მატჩებში მაკედონია და დანია დაამარცხა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

ერლ როულანდსი (#7)