ჩვენი მეტოქეები: პოლონეთი

      პოლონეთი
მიღწევები ევროჩემპიონატზე: ვერცხლი (1963), ბრინჯაო (1939, 1965, 1967)
საქართველოს წინააღმდეგ: 91:68
ბოლო ევროჩემპიონატზე: მე–9 ადგილი
ლიდერები: დევიდ ლოგანი, მარცინ გორტატი, მაციეჟ ლამპე
ნატურალიზებული მოთამაშე: დევიდ ლოგანი (აშშ)
საქართველოს ეთამაშება: 2 აგვისტო, 2010 წელი (თბილისი); 17 აგვისტო, 2010 წელი (პოლონეთი)
 
წინა ევროციკლის შედეგები (ფინალური ეტაპი):
პოლონეთი – ბულგარეთი 90:78
პოლონეთი – ლიტვა 86:75
პოლონეთი – თურქეთი 69:87
პოლონეთი – სერბეთი 72:77
პოლონეთი – სლოვენია 60:76
პოლონეთი – ესპანეთი 68:90

4

რობერტ სკიბნიევსკი

უკანახაზელი

1983

182

პროშტეიოვი
5

კჟიშტოფ როზიკი

ფორვარდი

1978

200

ტუროვი
6

მიხალ ჩილინსკი

უკანახაზელი

1986

199

რიკო (ესპანეთი, 2 ლიგა)
7

კჟიშტოფ ჟუბარგა

უკანახაზელი

1984

182

ანვილი
8

რობერტ ვიტკა

ფორვარდი

1981

205

ტუროვი
9

შიმონ შევჩიკი

ცენტრი

1982

209

აველინი (იტალია)
10

ადამ ვოიჩიკი

ფორვარდი

1970

207

ტუროვი
11

მიხალ იგნერსკი

ფორვარდი

1980

205

ლაგუნი (ესპანეთი,პრიმერა)
12

დევიდ ლოგანი

უკანახაზელი

1982

184

პროკომი
13

მარცინ გორტატი

ცენტრი

1984

213

ორლანდო (აშშ,ნბა)
14

მაციეჟ ლამპე

ცენტრი

1985

210

მაკაბი(თელ ავივი,ისრაელი)
15

ლუკაშ კოზარეკი

უკანახაზელი

1984

187

კასერტა (იტალია, სერია A)
 

მული კაცურინი

მწვრთნელი

 

 

ნიმბრუკი (ჩეხეთი)
 

რონენ გინცბურგი

ასისტენტი

 

 

ნიმბრუკი (ჩეხეთი)
პოლონეთი ბოლო, გასულ სექტემბერში გამართული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია და ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ რას ნიშნავს ამ ქვეყანაში კალათბურთი. ეს გახლავთ ყველაზე ტიტულოვანი საკალათბურთო ქვეყანა, რომელიც საქართველოს ნაკრების ჯგუფში მოხვდა. პოლონეთს მონაწილეობა მიუღია 24 ევროპის ჩემპიონატში, რომლებიდანაც საუკეთესო შედეგი 1963 წელს აჩვენა, როცა ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. მაშინ პოლონელების ჩემპიონობას საბჭოთა კავშირმა შეუშალა ხელი, რომელმაც ფინალში 61:45 იმარჯვა და ამ მატჩში განთქმულმა ქართველმა კალათბურთელმაც მიიღო მონაწილეობა. გურამ მინაშვილმა მწირქულიან ფინალში 2 ქულა მიითვალა.
 
ჩვენს ნაკრებს კი პოლონეთი საქართველოსთვის პირველ საკვალიფიკაციო ტურნირში შეხვდა. 1995 წლის მაისის ბოლოს ჩვენი ნაკრები ინგლისში გაემგზავრა, სადაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპში მიიღო მონაწილეობა პოლონეთის, ინგლისის, ლუქსემბურგის, დანიისა და უელსის გუნდებთან ერთად. ქართველებმა 3 მატჩი მოიგეს და 2 წააგეს, რომელთაგან ერთი პოლონეთთან შეემთხვათ – 68:91.  ეს საქართველოს ის ნაკრები იყო, რომელშიც ნიკოლოზ დერიუგინი, გია სანაძე, პაატა გურასპაული, დუდუ დადიანი, მიხეილ კობეავიძე თამაშობდნენ, ვატო ნაცვლიშვილი და ვლადიმერ სტეფანია კი თინეიჯერები გახლდნენ. 
 
პოლონეთს 4 წლის წინ ძალიან გაუმართლა. 2005 წელს B დივიზიონში გავარდა, მაგრამ იმის გამო, რომ ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა ერგო, A–ში დატოვეს. მაშინ პოლონელებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზეც ბოლო ადგილი დაიკავეს, დამატებითი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფშიც ბოლოზე გავიდნენ და A დივიზიონში დასარჩენ მინი–ტურნირში ჰოლანდიასთანაც დამარცხდნენ და შვედეთთანაც. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლონეთი ევროპირველობას უმასპინძლებდა და ამის გამო ელიტაში ადგილი შეუნარჩუნეს.
პოლონელებმა საჩუქარი შეირგეს და მომდევნო, 2007 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ყურნირში დაამტკიცეს, რომ B დივიზიონში მათი ადგილი არ იყო. ჯგუფში, რომელშიც მათი მეტოქეები შვედეთი, უკრაინა და ბულგარეთი იყვნენ, პოლონელებმა პირველი ადგილი დაიკავეს და 2007 წელს ესპანეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ.
 
ფინალურ ეტაპზე პოლონეთს თავი არ გამოუჩენია, ჯგუფში ყვ