ჩვენი მეტოქეები: უკრაინამ თურქეთში ჩერნოგორიასთან წააგო

ჩვენი მეტოქეები: უკრაინამ თურქეთში ჩერნოგორიასთან წააგო

უკრაინის ეროვნული ნაკრები სტამბოლში „ადიდასის თასის“ გათამაშებაში ჩაება, რომელშიც მასპინძელთა ნაკრებთან ერთად ჩერნოგორია და ახალი ზელანდიაც გამოდიან. პირველ ტურში თურქეთმა 70:65 მოუგო ზელანდიელებს, თუმცა ჩვენ უკრაინის შედეგი უფრო გვაინტერესებს – სლავები ხომ საქართველოს ნაკრების ჯგუფში არიან ევროპის ჩემპიონატზე.
 
ტურნირის ფორმატი ისეთი იყო, რომ ყველა ყველას კი არ ხვდებოდა, არამედ გუნდები ნახევარფინალში იყვნენ დაწყვილებულნი. მაიკ ფრატელოს გაწვრთნილი უკრიანა ჩერნოგორიას შეხვდა და კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის მიუხედავად მაინც დამარცხდა –67:80. სლავებმა პირველი მეოთხედი 23:16 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი 7–ქულიანი უპირატესობა ოთხამდე შეუმცირდათ – 45:41. მეორე ტაიმიდან მატჩის სადავეები ჩერნოგორიელებმა მოიხელთეს და უკვე მესამე მეოთხედის ბოლოს ბოიპოვეს ლიდერობა. საბოლოოდ კი ექსიუგოსლაველებმა დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვეს.
 
უკრაინა მესამე ადგილისთვის მატჩში დღეს ახალ ზელანდიას შეხვდება, ხოლო ფინალში თურქეთი და ჩერნოგორია ითამაშებენ.
 

უკრაინელი კირილ ფესენკო ჩერნოგორიელი სლავკო ვრანიეშის წინააღმდეგ
 
ადიდასის თასი. სტამბოლი. 24 აგვისტო
უკრაინა 67:80 ჩერნოგორია
23:16 22:25 9:17 13:22
უკრაინა: პეჩიროვი (19ქ, 8მ), ბურტი 13ქ, 5პ, 4მ), ლიშჩუკი (10), ფესენკო (6), კოზლოვი (6), ლიპოვიი (5)
ჩერნოგორია: კუკი (20), ვუჩევიჩი (15), დაშიჩი (11), დრაგიჩევიჩი (11), პეკოვიჩი (9)