ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე იტალიას შემადგენლობაში დანილო გალინარიც ეყოლება. „დენვერ ნაგეტსის“ იტალიელი ვარსკვლავის ნაკრებში თამაში სათუო იყო მისივე, ამას წინათ გაკეთებული განცხადების გამო, სადაც გალინარი ამბობს, რომ ის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და შესაძლოა სანაკრებო ბატალიებისთვის დრო არ დარჩენოდა.
ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც გალინარიმ მეორე განცხადება გააკეთა, სადაც ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს ნაკრებს და ევრობასკეტზე გამგზავრების ფაქტს ადასტურებს: “ნაკრებში ვითამაშებ. არ არსებობს მიზეზი, რომელიც 20 ივლისს მილანში მედია-დღეზე გუნდთან ერთად ყოფნის საშუალებას არ მომცემს. ეროვნულ ნაკრებს მხოლოდ ტრავმა თუ ჩამომაშორებს. იტალიის მაისურით თამაში უპირველესი საქმეა”. შეგახსენებთ, რომ იტალიასა და საქართველოს ევროპის პირველობაზე თამაში B ჯგუფში მოუწევთ, სადაც მეტოქეებად მასპინძელი ისრაელი, ლიტვა, გერმანია და უკრაინაც საქართელოსა და იტალიის მატჩი თელ ავივში 6 სექტემბერს გაიმართება.