დავით უსტიაშვილი: ჩვენი მიზანი A დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა

დავით უსტიაშვილი: ჩვენი მიზანი A  დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა

კაფე “მსოფლიო სპორტში” გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელზეც მასმედიის წინაში წარსდგნენ საქართველოს ახალგაზდრული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი და მისი ასისტენტი გელა წულაძე.როგორც იცით, ნაკრები ემზადება ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის, სადაც ჩვენი ახალგაზრდების მეტოქეები იტალიის, ლატვიისა და ბულგარეთის თანატოლები იქნებიან.

დავით უსტიაშვილი: “ამჟამად გუნდში 14 კაცი ვარჯიშობს. ველოდებით ლაშა ფარღალავას, რომელიც დღე-დღეზე ამერიკიდან ჩამოვა და სავარჯიშო ციკლში ჩაერთვება. საბოლოოდ, 12 მოთამაშეზე შევაჩერებთ არჩევანს და გავემგზავრებით უკრაინაში, სადაც უკრაინის ახალგაზრდებთან სამ საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ. ჩვენი მიზანი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა და იმედი მაქვს, ნაკრები პროგრამა-მინიმუმს შეასრულებს”.