20-წლამდელთა ნაკრებმა სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრები XIII-XVI ადგილებისთვის თამასობს საკვალიფიკაციო ჯგუფში და დღეს ესტონეთის ძლევით გაიხარა. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მე-13 ადგილს დაიკავებ, თუ მე-16-ს, A დივიზიონიდან მაინც არავინ ვარდება, თუმცა გამარჯვება პრესტიჟის საქმეა და ბალტიისპირელთა ძლევამ ქართველი ქომაგები გაახარა. სლოვენიაში 20-წლამდელთა მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ და პირველი გამარჯვება მივულოცეთ…
– ცხადია, ძალიან კმაყოფილები ვართ. ბიჭებმა როგორც იქნა, გაიხარეს და ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
– როგორ შეაფასებთ ამ გამარჯვებას, რის ხარჯზე მოიპოვეთ იგი?
– ძალიან მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ, რომელშიც ბიჭებმა თავი არ შეირცხვინეს და თავისი ბოლომდე გაიტანეს. აქამდე ბოლო მეოთხედში სულ გვიჭირდა, ეხლა კი ბიჭებს ენერგიაც ბოლომდე გაჰყვათ, რაც მათი უდიდესი მონდომების ხარჯზე მოხდა. ამდენი წაგებით ყველა დამძიმებული იყო და საბედნიეროდ, ეს ფაქტორი დადებითან წაგვადგა.
– აქამდე ყველა მატჩში ფარი წააგეთ. დღეს კი ესტონელებს მცირედით, მაგრამ მაინც აჯობეთ…
– ცხადია, სიმაღლე არ მოგვმატებია, მაგრამ ბიჭებს გამოცდილება მოემატათ. გასულ 6 თამაშში იმდენი რამ ნახეს და გამოცადეს, რომ დღეს გაცილებით გონივრულად თამაშობდნენ. სიმაღლეში კი ჩამოვრჩებოდით ესტონელებს, მაგრამ ჩვენები მეტოქეს კარგად კეტავდნენ და ფარიდან ასხლეტილი ბურთისკენ არ უშვებდნენ. გამოცდილება ასეთ დროს მთავარია. ჩვენს გუნდს კი ასეთ დონეზე, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ვგულისხმობ, არ უთამაშია. არის რამდენიმე კალათბურთელი, რომლებსაც დაბალი ასაკობრივი A დივიზიონის მატჩები უთამაშია, მაგრამ მთლიანობაში ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ამ ტურნირზე უძლიერესო დონის გუნდები თამაშობენ და მათთან ორთაბრძოლაში ჩვენი ბიჭები დიდ გამოცდილებას იღებენ.
– დღევანდელ სეხვედრაში თავი რეზო როგავამ გამოიჩინა, რომელიც ეროვნულ გუნდშია გამოძახებული…
– რეზომ კარგად ითამაშა, მან დიდი როლი შეასრულა ამ გამარჯვებაში. სასიხარულოა, რომ ეს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა შეზლო, რომლის იმედიც გვაქვს. არ ვამბობ, რომ მას და ჩვენი გუნდის კიდევ ერთ გამთამაშებელ ოთო ფხაკაძეს ეროვნული ნაკრების 12 კაცში მოხვედრის დიდი შანსები აქვთ, მაგრამ ამ ბიჭებმა აქაც დიდი გამოცდილება მიიღეს და ავსტრიულ შეკრებაზეც ბევრს შეიძენენ. როგავას, ფხაკაძეს და ბექა ბურჯანაძეს 20-წლამდელებში მომავალ წელსაც უწევთ თამაში და ეს მათ წინსვლაში დიდად დაეხმარება. ბურჯანაზე სულაც 18 წლისაა და კიდევ 2 წელი უწევს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში.
– ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 2 მატჩი დაგრჩათ. რამდენად რეალურია, რომ კიდევ მიაღწიოთ გამარჯვებას?
– გამარჯვება სავსებით რეალურია. თუკი მოვუგეთ ესტონეთს, სვედეთისა და მონტენეგროს ძლევაც შესაძლებელია. თანაც, ვიმეორებ, რომ ჩვენს ნაკრებს უკვე შეძენილი აქვს დიდი გამოცდილება და ეს ჩვენს შანსებს კიდევ უფრო ზრდის.
კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური