დებიუტანტი ჩემპიონს რუსთავში გაუძალიანდა

სუპერლიგა. პირველი ტური. 17 ოქტომბერი. რუსთავიენერჯი-ინვესტი 83:74 სსსსუ
22:16 14:25 20:5 27:28
ენერჯი: გამყრელიძე (11), ტუღუში (20), ლეჟავა (10), ბაბიაშვილი (8), უგრეხელიძე (13); დიდია (13), არწივიძე, ტუჯანი (5), ჭოჭუა (3)სსსსუ: წივწივაძე (11), მარხვაშვილი (14), მ. ბერიშვილი (17 ქულა, 11 მოხსნა), გვიმრაძე (8), ათანელიშვილი (15); გულისაბედაშვილი, ტყეშელაშვილი (11), ჩაჩიბაია (3)მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით არეშიძეკომისარი: თენგიზ ქიქოძე
სუპერლიგის მესამე გათამაშება, რაც მთლიანობაში საქართველოს მე-18 ეროვნული ჩემპიონატია, დღეს რუსთავში საინტერესოდ დაიწყო. პირველსავე მატჩში იხილა მაყურებელმა საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლა, რაც ცოტა არ იყოს, მოულოდნელიც კი იყო ბევრისთვის.

ბრძოლა სსსსუ-ს ფარქვეშ
ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული “ენერჯი-ინვესტი” ორიოდ თვის წინ შექმნილ სასოფლო-სამეუნეო უნივერსიტეტის გუნდს მასპინძლობდა და სუპერლიგის დებიუტანტისგან სერიოზულ წინააღმდეგობასაც წააწყდა. მიხეილ კობეშავიძის დამოძღვრილმა ახალგაზრდულმა გუნდმა იმდენი ქნა, რომ რუსთაველებს ამ მატჩის მოგება ბოლო წუთამდე სათუო გაუხადა.ისე, სიმართლე ითქვას, სსსსუ-ს თავიდანვე ეტყობოდა, რომ იოლად არაფერს დათმობდა. გუნდი სუპერლიგის დებიუტანტად კი ითვლება, მაგრამ მის მოთამაშეებს საქართველოს ჩემპიონატში თამაშის საკმაო გამოცდილება აქვთ და დუდუ დადიანის მემორიალზე ფინალში გასვლითაც დაამტკიცეს, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ძალუძთ.
 

თბილისელების ფარს უტევს კოტე ტუღუში
დღევანდელ მატჩში თბილისელები კარგად იდგნენ დაცვაში და რუსთაველებს უპირატესობის მოპოვების საშუალებას არ აძლევდნენ. ისიც სათქმელია, რომ ზონაში ჩამდგარ სსსსუ-ელებს ქვემოქართლელები სამქულიანებს ამაოდ უშენდნენ _ რუსთაველთა ტყორცნები პირველ ტაიმში მიზანს ძალიან იშვიათად აღწევდნენ.აი, მესამე მეოთხედიდან კი კოტე ტუღუშმა სამიზნე გაისწორა და რუსთაველებმა 5 ქულით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ ვითარება გამოასწორეს. “ენერჯი-ინვესტმა” ეს ათწუთეული 20:5 მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ათქულიან უპირატესობას დაეუფლა _ 56:46.თუმცა კობეშავიძის გუნდი არ გამტყდარა, რუსთაველებს თამამად შეუტია და მიხეილ ბერიშვილის აქტიურობით ჩამორჩენა ხომ მალე გააბათილა, საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე წინაც გავიდა _ 63:62.აქედან მოყოლებული თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე რუსთაველები ოდენ ქულას იგებდნენ. მასპინძლებს ძალიან დაეხმარა შეცვლაზე შემოსული რევაზ დიდია, რომელმაც მიჯრით 2 სამქულიანი ჩააგდო და როცა თბილისელებმაც 2 შეტევა მიჯრით გააფუჭეს, ყველაფერი “ენერჯი-ინვესტის” სასარგებლოდ გადაწყდა.