დეტროიტმა ტორონტოში ბოლო წამზე იმარჯვა

დეტროიტმა ტორონტოში ბოლო წამზე იმარჯვა

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტმა” საამაყო გამარჯვება მოიპოვა. მიჩიგანელები აღმოსავლეთ კონფერენციისა და სრულიად ლიგის ლიდერ ტორონტო რეპტორსს” სტუმრად, კანადაში შეხვდა და საფინალო სირენის თანხლებით, რეჯი ბალოკის ორქულიანის შემდეგ 106:104 გაიმარჯვა.

დეტროიტელები მესამე პერიოდის შემდეგ 11 ქულით აგებდნენ, თუმცა დასკვნით 12-ქუთეულში შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და შედეგიანი გაქცევა ბალოკის გამარჯვების ორქულიანით დაგვირგვინდა. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 5 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 3-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიამ შეხვედრა 3 ქულითა და 1 მოხსნით დაასრულა, ბურთი კი 1-ხელ დაკარგა. საუკეთესო შედეგი ბლეიკ გრიფინმა დააფიქსირა, რომელმაც 30 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 

7 მოგებით და 6 მარცხით “დეტროიტი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, შემდეგ მატჩს კი 20 ნოემბერს, შინ “კლივლენდთან” გამართავს.