დღეს იწყება 1997–წლიანთა საკალათბურთო მინი–ფესტივალი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით 3–6 ივნისს ჩატარდება 1997 წელს დაბადებულ ვაჟთა საკალათბურთო ფესტივალი. შეჯიბრს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს.
ფესტივალში საქართველოს სხვადახვა ქალაქის 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი – ერთში 3, ხოლო მეორეში – 4. ერთი წრის გათამაშების შემდეგ ჯგუფური ეტაპი დასრულდება, რის შემდეგაც ერთმანეთს ჯგუფებში პარალელურ ადგილებზე გასული გუნდები შეერკინებიან. პირველი ადგილების დამკავებელნი ფინალში ითამაშებენ და ჩემპიონს გამოავლენენ, ხოლო მეორეზე გასულნი მესამე ადგილისთვის მატჩში შეერკინებიან. გაიმართება ასევე მეხუთე ადგილისთვის მატჩიც, რომელშიც ერთმანეთს ჯგუფებში მესამე ადგილებზე გასული გუნდები შეხვდებიან.
 
პირველი ჯგუფი
მართვე 1
სარანგი (ქუთაისი)
ჯვაროსნები (თბილისი)
 
მეორე ჯგუფი
აკადემია (თბილისი)
რუსთავი
ფოთი
მართვე 2
 
თამაშების განრიგი
 
3 ივნისი
აკადემია – მართვე 2         11:00
რუსთავი – ფოთი              12:15
მართვე 1 – ჯვაროსნები   13:30
4 ივნისი
მართვე 2 – ფოთი                11:00
აკადემია – რუსთავი          12:15
ჯვაროსნები – ქუთაისი     13:30
5 ივნისი
ქუთაისი – მართვე 1           11:00
აკადემია – ფოთი                12:15
რუსთავი მართვე 2             13:30
6 ივნისი
მე–5 ადგილისთვის             12:00
მე–3 ადგილისთვის             12:15
ფინალი                                  13:30