“დინამო” და “ქუთაისი” მე–5 ადგილისთვის ითამაშებენ

“დინამო” და “ქუთაისი” მე–5 ადგილისთვის ითამაშებენ

პლეი ოფიდან გავარდნილმა გუნდებმა 5–8 ადგილებისთვის გააგრძელეს
ბრძოლა და უკვე გაირკვა ის გუნდები, რომლებიც კონკრეტული ადგილებისთვის
ითამაშებენ.

დღეს აგრარული უნივერისტეტის დარბაზში „დინამომ“ სტუ–ს 107:75 მოუგო
და მე–5 ადგილისთვის მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა. დავით თორთლაძის გუნდს
ფინეთიდან დაბრუნებული გივი ბაქრაძე შეემატა, რომელმაც 14 ქულა და 10 პასი
დააგროვა. ტრადიციულად შედეგიანად ითამაშა დინამოელთა ლიდერმა ირაკლი ალხანაიძემ,
რომელმაც 27 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა.

დინამოელებმა პირველივე ტაიმში გაარკვიეს გამარჯვებულის ვინაობა –
50:27 დაწინაურდნენ და ტექნიკოსებმა ვითარების გამოსწორება ვეღარ მოახერხეს.

მე–5 ადგილისთვის მატჩში „დინამო“ „ქუთაისს’ შეხვდება, რომელმაც 1
კვირის წინ თავის მხრივ „მაკაბის“ მოუგო. შესაბამისად, წაგებული გუნდები – „მაკაბი“
და სტუ – მე–7 აგილისთვის ითამაშებენ.

სტატისტიკა: “დინამო” – სტუ 107:75