“დინამომ” სსაუ-ს მეორე ცდაზე მოუგო

“დინამომ” სსაუ-ს მეორე ცდაზე მოუგო

რეგულარულში მე-7 ადგილის
დამკავებელმა “დინამომ” მეოთხედფინალური სერიის მორიგ მატჩში დიდი სიურპრიზი შესთავაზა
მეორეადგილოსან სსაუ-ს. დინამოელებმა 88:85 მოიგეს და საქმე მესამე მატჩამდე
მიიყვანეს.

დავით თორთლაძის გუნდმა გუშინ, მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩშიც
ანერვიულა აგრარული უნივერსიტეტის გუნდი. სსაუ-ს ასეთი სუსტი თამაშის მიზეზი
სავარაუდოდ ზედმეტი თავდაჯერებულობაა, რადგან ამ გუნდს ყოველთვის უჭირს თავისზე
სუსტ გუნდებთან მაქსიმალური კონცენტრაცია. „დინამო“ სერიის პირველ მატჩში 14 ქულით
უგებდა სსაუ-ს, თუმცა მიხეილ კობეშავიძის გუნდმა მობილიზება მოახერხა და საბოლოოდ
10 ქულით, 88:78 იმარჯვა. დღევანდელ მატჩშიც თავიდან იგივე სცენარით განვითარდა მოვლენები,
თუმცა განსხვავება ის იყო, რომ აგრარელებმა ვეღარ მოახერხეს გაფუჭებული საქმის
გამოსწორებ და ამის მიზეზი უპირველესად დინამოელთა მონდომება და ბრძოლისუნარიანობა
გახლდათ. გამოასრჩევია ილია ლონდარიძე, რომლის ფარქვ აქტიურმა და შედეგიანმა
თამაშმა მოაპოვებინა ის დიდი უპირატესობა, რომელსაც თორთლაძის გუნდი მესამე
მეოთხედის შუაწელში დაეპატრონა.

აღნიშნულ მონაკვეთში „დინამომ“ 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა
თამაშის ბოლო წუთებზე ამ ლიდერობიდან აღარაფერი დარჩა. აგრარელებმა რიჩარდ
მათიაშვილის, გიორგი ბარბაქაძისა და ბექა წივწივაძის მონდომების წყალობით ანგარიშის
გათანაბრება მოახერხეს – 82:82 საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე. 21-ქულიანი
უპიატესობის განიავებამ დინამოელები არ გატეხა და ბოლო წუთზე მათ ერთხელაც
მოინდომეს, გაიჭირვეს და მათთვის უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. ყველაფერი ორმა
შეტევამ გადაწყვიტა. გიორგი ხანიაშვილმა ინდივიდუალური გარღვევისა და ოსტატური
თამაშის შემდეგ ფარქვეშიდან დალაშქრა აგრარელთა კალათი, რითაც თავისიანები 2 ქულით
დააწინაურა. შემდეგ კი, როცა დასრულებამდე 15 წამი რჩებოდა, ნოდარ სიგუამ სსაუ-ს
წელში გამტეხი სამქულიანი მიითვალა. ამ ორი შეტევის შუაში აგრარელმა ბექა
წივწივაძემ 1 საჯარიმო ჩააგდო, ანუ დინამოელებს სიგუას სროლის შემდეგ 4-ქულიანი
უპირატესობა შერჩათ.

დარჩენილ დროში აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა ვეღარ შეძლო მატჩის
გადარჩენა. წივწივაძემ ორივე საჯარიმო ჩააგდო, ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა და
შემდეგ აგრარელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს დინამოელ დუდა სანაძეზე, რომელმაც 1
სროლა ჩააგდო და ანგარიში 88:85 გახადა. დარჩენილ 7 წამში სსაუ-ს მოთამაშეებმა კი
მოახერხეს სამქულიანის სროლა, მაგრამ ირაკლი გულისაბედაშვილის გამთანაბრებელი
კალათში არ ჩაეშვა.

შედეგად, ამ მეოთხედფინალურ წყვილში, ისევე როგორც „ბათუმი“-შსს-ში,
მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. 20 აპრილს სპორტის სასახლეში გადაწყდება,
სსაუ გავა ნახევარფინალში თუ „დინამო, ხოლო ბათუმი შსს-ს ამავე დღეს ბათუმში
უმასპინძლებს.

დღეს გამართულ მეორე მატჩში ნახევარფინალის მეორე მონაწილე გაირკვა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 85:74 დაამარცხა „სოხუმი“ და
მეოთხედფინალური სერია საერთო ანგარიშით – 2:0 მოიგო.

უნდა ითქვას, რომ სტუდენტებს საკმაოდ გაუჭირდათ სოხუმელების გატეხვა.
პირველი მეოთხედი „სოხუმმა“ 2 ქულით მოიგო და დიდ შესვებენაზეც ასეთი სხვაობით
ლიდერობდა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას სამქულიანებით სოხუმელები მთელი
მესამე მეოთხედამდე უძალიანდებოდნენ თსუ-ს, თუმცა მერე მათი ერთ-ერთი გამოცდილი
მოთამაშე, ირაკლი სორდია პერსონალურების გამო მოედნიდან გავარდა და სტუდენტებმაც
იძალეს.

საბოლოოდ თსუ-მ 11 ქულის სხვაობით, 85:74 იმარჯვა და ნახევარფინალში
გავიდა, სადაც სსაუ – „დინამოს“ შორის გამარჯვებულს დაელოდება.

სსაუ – დინამოს სტატისტიკა: http://www.superleague.ge/playoff/09-10/result/245

თსუ – სოხუმის სტატისტიკა: http://www.superleague.ge/playoff/09-10/result/247