დიქსონის 10 ქულამ აეკ-ს პირეოსში”ოლიმპიაკოსთან” ვერ უშველა

დიქსონის 10 ქულამ აეკ-ს პირეოსში”ოლიმპიაკოსთან” ვერ უშველა

მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატში დაუმარცხებელი გუნდის სტატუსი ვერ შეინარჩუნა. ათენელები მეორე წაუგებელ გუნდ „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრნენ და ჩემპიონატის 7 მოგებით დაწყების შემდეგ პირველი მარცხი განიცადეს – 67:78. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ათენელთა სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 25 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დიქსონმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
აეკ-ში 14-14 ქულით საუკეთესოები იყვნენ სერბი დუშან საკოტა და ხორვატი როკო-ლენი უკიჩი, “ოლიმპიაკოსს” კი ბელგიური პასპორტის მქონე ამერიკელმა მეტ ლოესკიმ (17 ქულა), კანადელმა კემ ბირხმა (12 ქულა, 10 მოხსნა) და ბერძენმა ვარსკვავებმა – ვასილის სპანულისმა (10 ქულა, 9 პასი) და გეორგიოს პრინტეზისმა (12 ქულა) ულიდერეს.
დიქსონის კლუბი საბერძნეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს კი 3 დეკემბერს, შინ “კოროივოსთან” ჩაატარებს.