დიქსონის 12 ქულა და გამარჯვება თურქეთის ლიგაში

დიქსონის 12 ქულა და გამარჯვება თურქეთის ლიგაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი ნატურალიზებული წევრი,, მაიკლ დისონი თურქეთში წარმატებულ ასპარეზზობას განაგრძობს. ამ ქვეყნის რანგით მეორე ლიგაში დიქსონის “ბაჰჩეშეჰირი” თამაშს თამაშზე იგებს და ცხრილში მაღლა მიიწევს. სტამბოლის სტუდენტურმა გუნდმა მორიგი მატჩი “ორმან გენჩილს” 80:71 მოუგო.

დიქსონი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მაიკლმა ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, პერსონალური ფოლი კი არ მიუღია. შედეგად, დიქსონის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ეს, სტუმართაგან ვერავინ გადაფარა.

12 მოგებითა და 8 მარცხით დიქსონის გუნდი მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი 10 თებერვალს, შინ, “ანკარასთან” გამართავს.