დიქსონის 12ქულა და გამარჯვება “პრომითეასთან”

დიქსონის 12ქულა და გამარჯვება “პრომითეასთან”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურლიზებული ამერიკელი უკანახააზელი, მაიკლ დიქსონი ბერძნულ აეკ-ში წარმატებით თამაშობს. მისი გუნდი საბერძნეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა, რომლის წინაც მხოლოდ „პანათინაიკოსი“ და „ოლიმპიაკოსი“ არიან.
  მე-20 ტურში აეკ-მა სტუმრად “პრომითეასს” 86:67 სძლია, დიქსონი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ამერიკელმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური დოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

აეკ-მა მე-16 გამარჯვება იზეიმა და ბერძნული კალათბურთის გრანდებს 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა, “ოლიმპიაკოსსა” და “პანათინაიკოსს” თითო თამაში მარაგში აქვთ. ათენელები მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, შინ, ერთ-ერთ კონკურენტ “ოლიმპიაკოსთან” ჩაატარებენ.