დიქსონის 19 ქულა და გასვლითი გამარჯვება პარიზში

დიქსონის 19 ქულა და გასვლითი გამარჯვება პარიზში

მაიკლ დიქსონმა „სტრასბურს“ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოაპოვებინა. სტრასბურელებმა პირველი ტურის მატჩი დიქსონის 18 ქულის მიუხედავად „ანტიბთან“ სტუმრად დათმეს, მეორე ტურში კი ასევე გასვლითი შეხვედრა ჩაატარეს „პარი-ლევალუასთან“ და მაიკლის ლიდერობით 83:81 მოიგეს.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 10-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. დიქსონმა 27 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
დიქსონის გუნდს მე-3 ტურის მატჩი 3 ოქტომბერს ელის, როდესაც შინაურ კედლებში “შალონ-რეიმსს” დაუხვდება.