დიქსონის 22 ქულა და მორიგი გამარჯვება

დიქსონის 22 ქულა და მორიგი გამარჯვება

მაიკლ დიქსონის მორიგი შედეგიანი თამაში ბერძნილი აეკ-ის მაისურით. დიქსონის კლუბი საბერძნეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში სალონიკში პაოკ-ს ესტუმრა და 78:71 სძლია, ქართულპასპორტიანი ამერიკელი კი  კი 22 ქულით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ამერიკელი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26 წუთში 7-დან 3  5-დან 3 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.
დიქსონის მონაგარი 2 მოხსნა, 1 პასი და ჩაჭრაც იყო. მან ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ აეკ-ს ჩემპიონატში ექვსივე მატჩი მოგებული აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრა კი 19 ნოემბერს, შინ, “პრომითეასთან” ელის.
..