დიქსონის 24 ქულა აეკ-ის სადებიუტო მატჩში

დიქსონის 24 ქულა აეკ-ის სადებიუტო მატჩში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი, მაიკლ დიქსონი თავის ახალ კლუბში – ათენის აეკ-ში მივიდა და პირველივე მატჩი თავი გამოიჩინა. ბერძნული გუნდი ამხანაგური ტურნირის ჩასატარებლად თურქეთში იმყოფება და პირველ მატჩში ადგილობრივ „თოფაშს“ შეხვდა.
მატჩი დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა ერთქულიანი გამარჯვებით – 81:80 დასრულდა. ორივე გუნდი შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა მაიკლ დიქსონმა, რომელმაც 24 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
შემდეგი შეხვედრა ათენელებს თურქულ „ბანვითთან“ 23 სექტემბერს ელის.