დიქსონის 6 ქულა და მორიგი გამარჯვება თურქეთში

დიქსონის 6 ქულა და მორიგი გამარჯვება თურქეთში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა თურქეთის მეორე ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა. მაიკლ დიქსონის “ბაჰჩეშეჰირი” “პეტკიმსპორს” შეხვდა და 77:68 მოუგო. 

დიქსონი სათადარიგო იყო და მოედანზე 11 წუთით გამოჩნდა და შეხვედრა 6 ქულით დაასრულა. მაიკლმა 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. რაც დიქსონი “ბაჰჩეშეჰირში” გადავიდა, ამ გუნდმა 3 მატჩი დამართა და სამივე მოიგო.

“ბაჰჩეშეჰირმა” 9 მოგებითა და 7 მარცხით მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 6 იანვარს, სტუმრად, “სამსუნთან” გამართავს.