ევროლიგის კონკურენტი ტურნირი სახელწოდებით ჩემპიონთა ლიგა, რომელიც ფიბა-მ შექმნა და მასში მთელი ევროპა (გარდა 16 გრანდი გუნდისა) ჩართო, დაიწყო. ულებ-ი (ევროპის საკალათბურთო ლიგების კავშირი), რომელმაც ევროლიგის შესანიშნავი სისტემა შექმნა და ბოლო 15 წელზე მეტია, ევროპაში ყველაზე პრესტიჟულ და ყურებად საკლუბო ტუნირს ატარებს, ფიბა-სთან იმ კომპრომისზე წავიდა, რომ საკუთარ ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა 16-ამდე შეცვალა, რითც რამდენიმე გრანდი ფიბა-ს ახალი ტურნირისთვის – ჩემპიონთა ლიგისთვის გადაულოცა.
ჩემპიონთ ლიგაში გუშინ ჩაერთო მაიკლ დიქსნის აეკ-ი, რომელმაც საშინაო მატჩში უნგრული „შოლნოკი“ 92:49 გაანადგურა. მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე, დიქსონი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 18:56 წუთში კი 7 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. მაიკლმა 7-დან 2 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, არ დაჯარიმებულა და ბურთიც არ დაუკარგავს. “ქართული პასპორტის” მქონე მცველის თამაშში ყოფნის პერიოდში ათენელებმა მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდეს, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი ცხრას გაუტოლდა. ცნობისთვის, აეკ-ი ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში თამაშობს და მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს, სტუმრად, ბელგიურ “პროქსიმუს სპირუსთან” ჩაატარებს.
აეკ-ან ჯგუფში ასევე არიან: „ბეშიქთაში“, „პარტიზანი“, „დინამო სასარი“ და გერმანული „ლუდვიგზბურგი“.