დიქსონის ტრავმის სტატუსი დღეს სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდება

დიქსონის ტრავმის სტატუსი დღეს სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლაზარეთს ამერიკელი მაიკლს დიქსონი შეემატა. დიქსონმა შვედეთთან მატჩის მეორე მეოთხედში მარჯვენა მუხლი იტკინა და მოედნიდან გასული, თამაშში ვეღარ დაბრუნდა. როგორც სპორტსმენები იტყვიან, დიქსონს მუხლი გაექცა და დღეს, კლინიკაში გაწეული სამედიცინო შემოწმების შემდეგ გამოჩნდება ტრავმის სიმძიმე. მატჩიდან სასტუმროში დაბრუნებულ დიქსონს მუხლი დიდად არ აწუხებდა, თუმცა საბოლოო ვერდიქტი საგულდაგულო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.
ექიმებმა რა პასუხიც არ უნდა თქვან, თითქმის გამორიცხულია დიქსონის პოლონეთთან დღევანდელ მატჩში თამაში. დიდი ალბათობით, საქართველოს ვერ დაეხმარება ვერც თორნიკე შენგელია. საქართველოსა და პოლონეთის მატჩის ტრანსლაცია იწარმოებს პოლონურ კომერციულ არხზე polsat sport HD და მისი ნახვა ინტერნეტმომხმარებლისთვის ფასიანია (4.90 ზლოტი): http://www.ipla.tv/live