დუდა სანაძე ბათუმში

დუდა სანაძე ბათუმში

„ენერჯი–ინვესტის“ 18 წლის ფორვარდი დუდა სანაძე „ბათუმში“ გადავიდა.
რუსთავულმა კლუბმა დუდას სახით უკვე მე–5 კალათბურთელიო დაკარგა, რის გამოც ძალიან
დასუსტდა და შევსებას 20–წლამდელთა გუნდიდან მიიღებს.

დუდა სანაძემ მიმდინარე სეზონიესპანეთში, კანარის კუნძულების
საკალათბურთო აკადემიის გუნდში თამაშით დაიწყო. ის დუდამ 2 თვეზე მეტი გაატარა და
სავიზო პრობლემების გამო საქარტველოში დაბრუნდა. სანაძე „ენერჯი–ინვესტში“
ჩაირიცხა და რუსთაველთა გუნდში 4 მატჩი ჩაატარა. იგი ამ 4 მატჩში საშუალოდ 8,3
ქულას, 4,3 მოხსნას  და 2 პასს აკეთებდა.

სანაძემდე რუსთავული კლუბი ბექა წივწივაძე,. ჟოლივეტ ტუჯანიმ, აკაკი
დვალიშვილმა და გიორგი ცეკვავამ დატოვეს. „ენერჯი–ინვესტი“ ფაქტობრივად
დაცარიელდა, რაც ფინანსური გაჭირვების ბრალია. დებულების თანახმად, სუპერლიგის
გუნდს 4 მოთამაშის დამატება შეუძლია საკუთარი 20–წლამდელთა გუნდიდან და „ენერჯი–ინვესტიც“
ამ გზით შეივსება.