დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი გადაცემა “ტაიმაუტში”

დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი გადაცემა “ტაიმაუტში”

საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ვარჯიში განაახლეს. კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში ნაკრები გუნდებისთვის საწვრთნელი პროცესის სპეციალური გეგმა შეიმუშავა. პროგრამაში გათვალისწინებულია ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში ვარჯიშისთვის დააწესა.

გადაცემა „ტაიმაუტს“ ჩვენი ეროვნული გუნდის წევრები დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც საქართველოს ნაკრების შეკრებასა და საწვრთნელ პროცესზე ისაუბრეს.  ვრცლად ‣ www.1tv.ge

ფოტო © საქართველოს პირველი არხი