დუდა სანაძე კარიერას ბერძნულ კლუბ ესპეროს ლამიასში გააგრძელებს

დუდა სანაძე კარიერას ბერძნულ კლუბ ესპეროს ლამიასში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის წევრი, დუდა სანაძე კარიერას საბერძნეთის რანგით მე-2 ლიგის კლუბ ესპეროს ლამიასში გააგრძელებს. 

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა ცოტა ხნის წინ, მექსიკურ გუნდთან მოაწერა კონტრაქტს ხელი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, თად მაკფადენი ირიცხება. დუდამ მექსიკურ კლუბში მხოლოდ ერთი შეხვედრა ითამაშა და საბერძნეთში გადაბარგდა, სადაც კონტრაქტი ესპეროს ლამიასთან გააფორმა.

სანაძის ახალი გუნდი ესპეროსი საბერძნეთის ელიტ ლიგაში 16 მატჩის შემდეგ 5 მოგებითა და 11 მარცხით მე-13 ადგილზეა. მისი დებიუტი უახლოესი ტურის მატჩში იგეგმება.