დუდა სანაძე ტრავმამ შეაწუხა და რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს

დუდა სანაძე ტრავმამ შეაწუხა და რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს

დუდა სანაძეს ტრვამა გაუმიზეზდა და ის სრული დატვირთვით ვერ გაისარჯა მორიგ საგამოფენო მატჩში, რომელიც „სან დიეგომ“ „მისურის“ 67:56 მოუგო.
სანაძემ 16 წუთი ითამაშა და თითო მოხსნა, პასი და ჩაჭრა მიითვალა, 3 სროლა კი ააცილა. საუკეთესო კი ისევ ჯონი დი გახლდათ,რომლსაც სანაძის შეტევაში შეზღუდულობის გამო სრული თავისუფლება აქვს და ამჯერად 22 ქულა მიითვალა.
სანაძეს ტერფი აწუხებს, ქუსლის ნერვის ანთება აქვს და სავარაუდოდ მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს. მორიგ შეხვედრას სანდიეგოელები 19 ნოემბერს, შინ „ფლორიდასთან“ გამართავენ.