დუდა სანაძის 14 ქულა და გამარჯვება სამხრეთ დაკოტასთან

დუდა სანაძის 14 ქულა და გამარჯვება სამხრეთ დაკოტასთან

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” წარმატებით დაიწყო ერიკის სტუდენტური ლიგა,იგივე NCAA-ს ჩემპიონატი. სანდიეგოელებმა საკმაოდ მძლავრ, სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტს უმასპინძლეს და ქართველი ფორვარდის სიზუსტის წყალობით დაძაბულ ბრძოლაშ – 74:70 გაიმარჯვეს.
სანაძემ 14 ქულა დააგროვა, საიდანაც 4 ბოლო წუთზე ჩააგდო. სანდიეგოელები საფინალო  სირენამდე 4,36 წუთით ადრე დაკოტელები 67:61 იგებდნენ და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა მასპინძლებმა მოინდომეს და ჯერ მეტოქეს მიუახლოვდნენ, ხოლო დასრულებამდე 1 წუთით ადრე სანაძემ 2 საჯარიმო ზუსტად ესროლა და “ტორეროსი” 71:70 დააწინაურა. ამის შემდეგ სანდეგოელებმა ბურთი ჩაჭრეს და დენის კრამერმა ზუსტი საჯარიმოთი მასპინძლები 72:70 დააწინაურა. მატჩს კი წერტილი ქართველმა კალათბურთელმა დაუსვა, რომელმაც ზუსტი ლეიაფით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 74:70.
სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი (სტუდენტურში თამაში 40 წუთს გრძელდება) გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად სანაძემ 4 მოხსნა და 1პასიც მიითვალა. ბომბარდირი კი  ჯონი დი გახდა 27 ქულით.