დუდა სანაძის „სიქსტ-ლასტოვკამ“ სლოვენიის უმაღლეს ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ამაში, როგორც წესი, ქართველი უკანახაზელის დამსახურება უდიდესია. სანაძე დომჟალეს გუნდის ბომბარდირი გახდა, მისმა გუნდმა კი „ჰელიოსს“ 71:65 მოუგო.
სანაესასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე დომჟალელთაგან ყველაზე მეტი – 35:33 წუთი გაატარა. სანაძე, რომელმაც წინა 2 მატჩში ჯამი 60 ქულა ჩააგდო, შედარებით მოკრძალებული იყო, თუმცა თავის გუნდში ბომბარდირი მაინც გახდა. დუდამ შეხვედრა 17 ქულით, 6 მოხსნით (თავისიანთაგან საუკეთესო შედეგი), 1 პასით და 1 ჩაჭრით დაასრულა.
სანაძემ 5-დან 3 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო და 14-დან 3 ორიანი ჩააგდო. ქართველმა უკანახაზელმა 3 ჯარიმა მიიღო, ბურთი არ დაუკარგავს, მეტოქემ კი მასზე 2 პერსონალური დაიმსახურა. დუდას კვალზე გამარჯვებულთაგან 15-15 ქულით ნიკოლა გაიჩი და ტროი ჩისელ ფრანკლინი გამოირჩნენ.
5 მოგებია და 2 მარცხით „ლასტოვკა“ კიდევ 4 გუნდთან ერთად ცხრილში 2-6 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 26 ნოემბერს, სტუმრად ლაშკოს “ზლატოროგთან” გამართავს.