დუდა სანაძის 17 ქულა და გასვლითი გამარჯვება ოვერტაიმში

დუდა სანაძის 17 ქულა და გასვლითი გამარჯვება ოვერტაიმში

სლოვენიის უმაღლესი ლიგის მეორე ტურში რთული გასვლითი გამარჯვება მოიპოვა დუდა სანაძის „პრიმორსკამ“. დომჟალელები სტუმრად, ქალაქ სენტურში შეხვდნენ გუნდ „ტაიფუნს“ და დამატებით 5-წუთეულში 86:75 დაამარცხეს.
გამარჯვების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ქართველი ლეგიონერი გახლდათ. სანაძეს თამაში სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია, თუმცა მოედანზე 26 წუთი გაატარა და ნიკოლა გაიჩის (25 ქულა) შემდეგ დომჟალელთაგან საუკეთესო მექულე გახდა.
სანაძემ 10-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 17 ქულას დუდამ 6 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მოაყოლა. სანაძენ ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 ჯარიმა მიიღო და მეტოქეებმა მასზე 3-ჯერ დაარღვიეს წესები.

2-დან 2 გამარჯვებით „პრიმორსკა“ ლიდერთა შორისაა. მომდევნო მატჩს დომჟალელები შინ, 22 ოქტომბერს, „როგაშკა სლატინასთან“ გამართავენ.