დუდა სანაძის 18 ქულა “პრიმორსკას” ნახევარფინალში გასასვლელად არ ეყო

დუდა სანაძის 18 ქულა “პრიმორსკას” ნახევარფინალში გასასვლელად არ ეყო

დუდა სანაძის ”პრიმორსკამ” სლოვენიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მე-2 მატჩიც წააგო და ტურნირს გამოეთიშა, არადა, ქართველი კალათბურთელი მატჩის ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე გახდა.შეგახსენებთ, რომ კოპერელებმა კრკა-სთან საშინაო მატჩი 58:59 წააგეს, სტუმრად კი, 63:68 დამარცხდნენ. სანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 30:21 წუთში 18 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა.

დუდამ 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი, მატჩი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დაასრულა.ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. “პრიმორსკას” მომდევნო მატჩი უკვე სლოვენიის ჩემპიონატში ელის. 26 თებერვალს, სანაძის გუნდი ლაშკოს “ზლატოროგს” უმასპინძლებს.