დუდა სანაძის 19 ქულა და მარცხი “ზლატოროგთან”

დუდა სანაძის 19 ქულა და მარცხი “ზლატოროგთან”

საქართელოს ეროვნული ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ სლოვენიის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველმა უკანახაზელმა ლაშკოში „ზლატოროგს“ 19 ქულა ჩაუგდო, მაგრამ მისი „პრიმორსკა“ 17 ქულით – 77:94 დამარცხდა
სანაძე სასტარტო ხუთეულში ოყო და 26:23 წუთში 19 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. დუდამ 9-დან 5 ორქულიანი და 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
5 მოგებითა და 3 მარცხით „პრიმორსკა“ მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 4 დეკემბერს, შინ, “სენტურთან” ჩაატარებს.