დუდა სანაძის 7 ქულა და მარცხი “გონზაგასთან”

დუდა სანაძის 7 ქულა და მარცხი “გონზაგასთან”

დუდა სანაძის „სან დიეგო“ „ვესტ წოუსთის“ კონფერენციის მოქმედ ჩემპიონსა და მოგადად ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ სახელიან გუნდ „გონზაგას“ შეხვდა და 12 ქულის სხვაობით – 48:60 წააგო.
სანდიეგოელებმა პირველი ტაიმი 20:35 წააგეს, რის შემდეგაც ვითარების გამოსწორება ვეღარ მოახერხეს. სანაძე, რომელსაც სეზონის დაწყებამდე ფეხის ტრავმა აწუხებდა და ფორმა დღემდე ვერ აღიდგინა, სათადარიგო იყო და მოედანზე 16 წუთით გამოჩნდა.
სანაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად ქართველ უკანახაზელს 2 პასი, 1 მოხსნა და 1 დაფარება დაუგროვდა. ამ შედეგით დუდა სანდიეგოელთაგან მხოლოდ ჯონი დის ჩამორჩა, რომელმაც 34 წუთში 20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
1 იანვარს „სან დიეგო“ სტუმრად „სან ფრანცისკოს“ ეთამაშება.