დუდა სანაძის გუნდმა “ლოიოლა” დაამარცხა

დუდა სანაძის გუნდმა “ლოიოლა” დაამარცხა

დუდა სანაძის „სან დიეგომ“ სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. სანდიეგოელებმა ლოიოლა მერიმაუნთის უნივერსიტეტს უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 59:50 დაამარცხეს.
ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 11 წუთი გაატარა. სანაძემ 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულინი კი ააცილა. დუდამ მთლიანობაში 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
სანდიეგოელებს კრისტოფერ ანდერსონმა ულიდერა, რომელმაც 14 ქულა, 6 პასი, 4 ჩაჭრა და 2 მოხსნა მიითვალა. ბომბარდირი კი ტრადიციულად ჯონი დი გახდა, რომელმაც ამჯერად 18 ქულა დააგროვა.
„სან დიეგო“ 2 მოგებითა და 3 მარცხით „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მორიგი მატჩი საქნაძის გუნდს 10 იანვარს, შინ „პეპერდაინთან“ ელის.
 
West Coast Standings

გუნდი

კონფერენცია

მთლიანად
გონზაგა

4-0

15-1
სეინთ მერი

4-0

12-3
პეპერდაინი

3-1

10-5
BYU

3-2

13-5
პორტლენდი

2-2

11-5
სან დიეგო

2-3

9-8
სანტა კლარა

2-3

7-9
პასიფიკი

1-3

9-7
სან ფრანცისკო

1-4

7-10
ლოიოლა

0-4

4-12