დუდა სანაძის “სან დიეგომ” აუტსაიდერთან წააგო და ფავორიტი დაამარცხა

დუდა სანაძის “სან დიეგომ” აუტსაიდერთან წააგო და ფავორიტი დაამარცხა

დუდა სანაძის „სან დიეგომ“ ბოლო 3 დღეში 2 მატჩი გამართა და განსხვავებული შედეგები დააფიქსირა. 5 თებერვალს სანდიეგოელები სტუმრად აუტსაიდერ „ლოიოლას“ შეხვდნენ და 61:70 დამარცხდნენ, ხოლო დღეს, გამთენიისას ერთ-ერთი მოწინავე „პეპერდაინი“ სტუმრად 72:50 გაანადგურეს.
სანაძეს ამ მატჩებში თავი არ გამოუჩენია. ქართველმა უკანახაზელმა ორივე შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა „ლოიოლასთან“ მხოლოდ 2 ქულას დასჯერდა, „პეპერდაინთან“ კი მხოლოდ 10 წუთი ითამაშა და უქულოდ დარჩა.
პირველ მატჩში დუდამ 20 წუთი ითამაშა და 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 2 ქულასთან ერთად სანაძემ 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. „პეპერდაინთან“ დღეს ჩატარებულ მატჩში ქართველი ლეგიიონერი მხოლოდ 10 წუთს ათამაშეს და მან თითო სამიანი და ორიანი ააცილა, 2 ბურთი მოხსნა და ბურთი 4-ჯერ დაკარგა.
„ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში „სან დიეგოს“ 6 მოგების წილ 7 მარცხი აქვს და მიმდინარე სეზონში რეკორდულად მაღალ, მე-5 საფეხურზე იმყოფება. მომდევნო მატჩი სანაძის გუნდს 12 თებერვალს, შინაურ „ჯენი გრეიგ პავილიონში“, ბოლოადგილოსან „პასიფიკთან“ ელის.
 

გუნდი„

კონფ

მთლიანად
გონზაგა

11-0

23-1
სენტ მერი

10-2

18-5
BYU

8-5

18-8
პეპერდაინი

8-5

15-9
სან დიეგო

6-7

13-12
პორტლენდი

5-7

14-10
სანტა კლარა

5-8

11-14
ლოიოლა

4-9

8-17
სან ფრანცისკო

3-9

9-15
პასიფიკი

2-10

10-14