საქართველოში საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება. ცნობილი ქართველი კალათბურთელისა და ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი განახლებულ საკალათბურთიო აკადემიის დარბაზში გაიმართება. სპორტის სამინისტროს შენობაში მდებარე დარბაზს გასულ ზაფხულს რეკონსქტრუცია ჩაუტარდა და იგი სრულფასოვნად კეთილმოეწყო. დუდუ დადიანის მემორიალი 6 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო 10 ოქტომბერს ფინალური შეხვედრა გაიმართება.
მემორიალში 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 2 ჯგუფში იქნებიან განაწილებულნი. ტურნირში არ ითამაშებენ თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ და „სოხუმი“, რომლებიც ევროტურნირში მონაწილეობენ და საპასუხისმგებლო ტურნირისთვის საგანგებოდ ემზადებიან – „არმია“ სლოვენიაში იქნება შეკრებაზე, ხოლო „სოხუმს“ 4 და 11 ოქტომბერს ბელარუსის „მინსკთაქნ“ საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები ელის.
დადიანის ხსოვნის ტურნირზე ჯგუფებში გუნდები გასული სუპერლიგის გასული სეზონის რეგულარული ჩემპიონატის შედეგების შესაბამისად განაწილდნენ და საბოლოოდ ასეთი სურათი მივიღეთ:
A ჯგუფი
თსუ
შსს
სტუ
დინამო
B ჯგუფი
ქუთაისი
თსსუ
რუსთავი
6, 7 და 8 ოქტომბერს გაიმართება ჯგუფური ეტაპის მატჩები, ხოლო 9–ში დასვენების დღეა. 10 ოქტომბერს ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დუდუ დადიანის თასისთვის გაეჯიბრებიან.
დუდუ დადიანი
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირის ყველა ფინალი
2002 დინამო 95:63 თსუ
2003 სტუ–ჯეოსელი 87:76 დინამო
2004 სტუ–ჯეოსელი 111:102 დინამო
2005 ავიამშენი 88:77 თსუ–ნიკორა
2006 ენერჯი–ინვესტი 85:69 ავიამშენი
2007 ენერჯი–ინვესტი 88:66 ვითა
2008 ენერჯი–ინვესტი 101:73 სასოფლო
2009 ენერჯი 91:69 თსუ
2010 ენერჯი–ინვესტი 72:60 შსს